გამიჯვნა – გაერთიანება

გამიჯვნა – გაერთიანება

კომპანია „აეროტექნოლოგი ჯორჯია“ გთავაზობთ გამიჯვნის ნახაზის დამზადებას, როგორც შიდა ფართის, ასევე საკადასტრო აზომვითი ნახაზის.

გამიჯვნის ნახაზის დამზადების საჭიროება წარმოიშობა იმ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული შიდა ფართი ან მიწის ნაკვეთი უნდა დაიყოს რამოდენიმე ნაწილად და დარეგისტრირდეს სხვადასხვა ადამიანზე.

საკადასტრო გამიჯვნის ნახაზის დამზადებისას, ჩვენი ინჟინრები მაღალი სიზუსტის გეოდეზიური აპარატურით აიღებენ ნაკვეთის კონტურის ზუსტ კორდინატებს და ასევე, თქვენთვის სასურველი გამყოფი ზოლების ზუსტ კორდინატებს. შემდგომ ხდება ამ ინფორმაციის საინჟინრო კომპიუტერული პროგრამებით დამუშავება და მზადდება ზუსტი საკადასტრო გამიჯვნითი ნახაზი.

შიდა გამიჯვნითი ნახაზის დამზადება ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული უძრავი ქონების შიდა ფართი უნდა დაიყოს სასურველ ნაწილებად და დარეგისტრირდეს რამოდენიმე ადამიანზე. ასეთ დროს ჩვენი სპეციალისტები ლაზერული საამზომველო აპარატურით ზუსტად ზომავენ მთლიან შიდა ფართს, შემდგომ კლიენტის სურვილის შესაბამისად იყოფა სასურველ ნაწილებად და საინჟინრო კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ხდება შიდა ფართის გამიჯვნის ნახაზის დამზადება.

გაერთიანების ნახაზი მზადდება იმ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული უძრავი ქონების რამოდენიმე შიდა ფართი ან რამოდენიმე მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებულია სხვადასხვა პიროვნებებზე და საჭიროა, რომ დარეგისტრირდეს როგორც ერთი მთლიანი ობიექტი, რომელიც სურვილისამებრ იქნება ერთი პირის ან რამოდენიმე პირის საკუთრებაში.