განხორციელებული პროექტები

კომპანიის დაარსებიდან დაწყებული დღემდე, აერო ტექნოლოგი ჯორჯიას უამრავი მომსახურება აქვს გაწეული როგორც კერძო პირებისთვის, ასევე სხვადასხვა მცირე თუ დიდი, როგორც ქართული ასევე საერთაშორისო კომპანიების და ორგანიზაციებისთვის, მათ შორის აღსანიშნავია გერმანული საერთაშორისო საპროექტო, საკონსულტაციო კომპანია „კოქს კონსალტი“, „მსოფლიო ბანკი“ და „აზიის განვითარების ბანკი“.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტებს, ჩვენ მიერ შესრულებულ უამრავ განხორციელებულ პროექტთა შორის თვალსაჩინოა სამტრედია-ზუდგიდი-ანაკლიის ავტობანის, ბაკურციხე- წნორის ავტომაგისტრალის და ჩუმლაყი-თელავის ავტომაგისტრალის წინა საპროექტო მოკვლევისთვის საჭირო მაღალი რეზოლუციის ორთოფოტოების და რელიეფის ტოპოგრაფიული გეგმის დამზადება.