დაკვალვა – საზღვრების დადგენა

დაკვალვა – საზღვრების დადგენა

დაკვალვა/დემარკაციის პროცედურა ძალზე საპასუხისმგებლო გეოდეზიური მომსახურებაა, რომელიც აუცილებელია განხორციელდეს უზუსტესად ამ საქმისთვის აპრობირებული გეოდეზიური აპარატურით.

ჩვენ ვახორციელებთ შემდეგი ტიპის დაკვალვებს:

1) ნაკვეთის დაკვალვა. ასეთ დროს ხდება ნაკვეთის კუთხების წერტილების მოძიება და დაფიქსირება, იმ კონკრეტული წითელი ხაზის წერტილების, რომელიც რეგისტრირებულია
საჯარო რეესტრში.

უშუალოდ წითელი ხაზის დაკვალვა. იმ შემთხვევაში, როდესაც ნაკვეთი ძალაინ დიდია ან აქვს არა ოთხკუთხედის ფორმა მხოლოდ კიდის წერტილების დაკვალვა არ არის საკმარისი, ასეთ დროს ვკვალავთ უშუალოდ წითელ ხაზებს ყოველ 1-2-3 მეტრში, წერტილის დასმითა და დაფიქსირებით.

2) შენობის კოლონების(ღერძების) დაკვალვა. მშენებლობის დაწყების წინ ყველა კვალიფიციურ მშენებელს ესაჭიროება კოლონების დაკვალვა. ასეთ დროს ჩვენ უზუსტესი აპარატურის გამოყენებით ვახორციელებთ შენობის კოლონების ცენტრების და კოლონის კიდის წერტილების დაკვალვას. ამ დროს დამკვეთისგან გვესაჭიროება მხოლოდ არსებული პროექტი DWG ფაილის სახით.

3) ოდესღაც არსებული რეპერების მოძიება, რომლებიც ბუნებრივი პირობების ან სხვა რაიმე გარემოებების გამო დაიკარგა და საჭიროებს ხელახალ ზუსტ მოძებნასა და დაფიქსირებას.

4) ახალი რეპერების დასმა. თქვენთვის სასურველ ტერიტორიაზე ზუსტი წერტილების შექმნა და მათი დაფიქსირება. (ამ მომსახურებას ვახორციელებთ როგორც CORS_ის სისტემაში, ასევე ბაზა როვერით, სურვილის შემთხვევაში ვიღებთ სტატიკით)

5) სოფილს მეურნეობა. დღეისათვის მსოფლიოში და საქართველოში აქტიურად გამოიყენება გეოდეზიური ტექნოლოგიები და მისი შესაძლებლობები სოფლის მეურნეობაში.
გეოსაინფორმაციო სისტემები შესაძლებლობას იძლევა კონკრეტულ ნაკვეთზე ზუსტად მოხდეს დასარგავი ნარგავების და მათი საყრდენების თანმიმდევრული და სიმეტრიული განაწილება (მაგალითად ყოველი ნარგავი ან მისი საყრდენი იყოს 2 მეტრის დაშორებით, როგორც გვერდზე მდგომებისგან ასევე პირისპირ და უკან მდგომისგან) ამის მიღწევა დიდი ფართობის ნაკვეთებზე ხელის ხელსაწყოებით, მაგალითად სახაზავის და რულეტკით, შეუძლებელია. სწორედ ამის გამოა რომ, უკვე უამრავი აგრალურ სფეროში მოღვაწე კომპანია და კერძო მემამულე თანამშრომლობს ჩვენთან და იღებს უმაღლეს შედეგს.