შიდა აზომვა

შიდა აზომვა

კომპანია აეროტექნოლოჯი ჯორჯია გთავაზობთ უძრავი ქონების მაღალი სიზუსტის შიდა აზომვითი ნახაზის დამზადებას.

შიდა აზომვითი ნახაზი არის უძრავი ქონების შიდა ფართის ზუსტი აზომვა, რის შემდეგადაც ხდება ფართის დაზუსტება და მზადდება აზომვითი ნახაზი. აზომვითი ნახაზის დამზადებისას აუცილებელია მოხდეს შიდა ფართის თითოეული კედლის, კარის, ფანჯრის, ტიხრის, ჭრილის და სხვა კომპონენტის ზუსტი ლაზერული აპარატურით აზომვა და შემდგომში მათი საინჟინღო კომპიუტერული პროგრამით დამუშავება, რათა დაზუსებული ფართი იყოს აბსოლუტურად სწორი. შიდა აზომვითი ნახაზების ზუსტი დამზადება ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია. აზომვითი ნახაზის დამზადება უნდა განახორციელოს არქიტექტორმა ან ინჟინერმა, რადგან არასწორი აზომვითი ნახაზის დამზადება მომავალში უამრავ პრობლემას წარმოშობს. სამწუხაროდ ქართულ ბაზარზე იმდენად ხშირია არასწორი აზომვითი ნახაზების დამზადების შემთხვევები, რომ იძულებული გავხდით დაგვემატებინა მომსახურებები: არასწორად აზომილი შიდა აზომვითი ნახაზის კორექტირება და წითელი ხაზების კორექტირება(საკადასტრო აზომვითი ნახაზი)

შიდა აზომვით ნახაზში შედის როგროც საცხოვრებელი, ასევე ნებისმიერი კომერციული ობიექტის შიდა აზომვა, ასევე სხვენების, სარდაფების, ავტოფარეხებისა, იტალიური ეზოების, სხვადასხვა დამხმარე ნაგებობებისა და კერძო სახლების აზომვა.

 

შიდა აზომვით ნახაზს აქვს უამრავი გამოყენება, ძირითად შემთხვევებში ესენია:

  • საჯარო რეესტრში წარსადგენად, პირველადი რეგისტრაციისას ან ფართის დაზუსტებისას.
  • ბანკში წარსადგენად.
  • გაზის ან ელექტრო ენერგიის შეყვანის დროს, შესაბამის უწყებებში წარსადგენად.
  • ინტერიერის დიზაინერებთან წარსადგენად.
  • უძრავი ქონების ყიდვისას.
  • თბო იზოლაციებისა და გათბობის სისტემების მონტაჟის დროს.