ჩვენ შესახებ

კომპანია აერო ტექნოლოგი არის მაღალტექნოლოგიური სისტემებითა და ბოლო თაობის აპარატურით აღჭურვილი, წამყვანი სპეციალისტების გაერთიანება. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა თანამედროვე, სანდო კომპნია, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა მუდმივ განვითარებაზე და განახორციელებდა მხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურებას.

კომპანიის დაარსებისთანავე პარტნიორები მოვიძიეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში და პრიორიტეტად დავისახეთ ამერიკული მაღალი ხარისხის გეოსაინფორმაციო სისტემების დანერგვა საქართველოში. ჩვენ ვამაყობთ, რომ მაღალი ამერიკული ხარისხის მომსახურება მიგვაქვს ჩვენ თითოეულ კლიენტთან, გვაქვს ინდივიდუალური და მაღალი პასუხისმგებლობით სავსე მიდგომა თითოეული საქმისა და მომხმარებლის მიმართ და მათი კმაყოფილება ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

თანამედროვე ტოპოგრაფიის განვითარების ეტაპი ხასიათდება კომპიუტერული ტექნოლოგიობისა და მეთოდების ფართო გამოყენებით, რასაც საბოლოოდ მივყავართ თანამედროვე მაღალი ხარისხის უზუსტესი ტოპოგრაფიული რუკების შექმნასთან. თანამედროვე ტოპოფრაფიის მეტად პერსპექტიული მხარეა უპილოტო საფრენი აპარატებით ლიდარული ან ორთოფოტოგრამეტრიული აეროგადაღება და ამ გზით შეგროვილი ინფორმაციის გამოყენება ზუსტი და მაღალი ხარისხის ტოპოგრაფიული რუკების შექმნაში.

კომპანია აეროტექნოლოგი ჯორჯიამ დანერგა ზუსტ კორდინატებში მოყვანილი ორთოფოტოებისა და ტოპოგრაფიული რუკების/გეგმების დამზადების ტექნოლოგია, რომლის დროსაც კომბინირებულად გამოიყენება პროფესიონალური უპილოტო საფრენი აპარატები, თანამედროვე GPS სისტემები და ამერიკული ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა, რაც ერთობლივად შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ იდეალური ხარისხის ორთოფოტო და რელიეფის ზედაპირი, რომელიც იქნება კორდინატებში გასწორებული და შესაძლებელია მისი შეტანა ნებისმიერ პროგრამაში.

მომსახურებას ვახორციელებთ როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე.