რა არის ტოპოგრაფია დრონით?

ტოპოგრაფია დრონით არის მაღალი სიზუსტის გეოდეზიური აპარატურისა და თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მაღალი ხარისხის ორთოფოტოების და რელიეფის დამზადება. მიღებული ორთოფოტო იქნება WGS 84 პროექციაში, ხოლო რელიეფი (ტოპო) იქნება სივრცეში რასაც დააექსპორტებთ და შეიტანთ თქვენთვის სასურველ პროგრამაში.

რატომ უნდა ავზომოთ საკუთარი უძრავი ქონება ?

ძველი ბინები კომუნისტების დროს დათვლით გამოდის და წერია ამონაწერში ნაკლები ფართი ვიდრე რეალურადაა , იმიტომ რომ მაშინ არ ითვლებოდა ბინის სრული ფართი , დღეის მონაცემებით ითვლება სრულად , შემოსასვლელი , სველი წერტილები , აივნები , სათავსოები, ღიობები და ასევე ტიხრებიც.

რატომ უნდა ავზომოთ სარდაფი/ნახევარსარდაფი/ავტოფარეხი/ დამხმარე ფართი ?

აზომვითი ნახაზის გაკეთება გვჭირდება დასარეგისტირებლად , რათა ამონაწერში დაფიქსირდეს თქვენს სახელზე .

რატომ უნდა ავზომოთ ბინა ახალაშენებულ კორპუსში ?

სანამ ბინის ყიდვას გადაწყვეტთ ახალაშენებულ კორპუსში ჯობს და ხშირ შემთხვევაში აუცილებელიცაა გააკეთოთ აზომვითი ნახაზი , რათა დარწმუნდეთ ნამდვილად იმ ფართს ყიდულობთ რასაც მშენებელი ან გამყიდველი გთავაზობთ თუ არა.

აკეთებთ თუ არა მიწის გამიჯვნის და გაერთიანების ნახაზებს?

დიახ ჩვენთან შეგიძლიათ გააკეთოთ მიწის როგორც გამიჯვნის ასევე გაერთიანების ნახაზი.

რა დრო ჭირდება შიდა აზომვით ნახაზის დამზადებას ?

ადგილზე ზომების აღებას და ჩანახაზის გაკეთებას ჭირდება 20-30 წუთამდე გააჩნია სირთულეს , ნახაზის მომზადებას ჭირდება 1 სამუშაო დღე !
რამდენი დღეა საჭირო საკადასტრო აზომვითი ნახაზის დასამზადებლად?
ჩვენთან საკადასტრო აზომვითი ნახაზები მზადდება ერთ სამუშაო დღეში და იზომება მაღალი სიზუსტის გედეზიური აპარატურით ჯიპიესითა და ტახეომეტრით.

რა ღირს საკადასტრო აზომვითი ნახაზის გაკეთება ?

საკადასტრო აოზმვითი ნახაზის დამზადების ფასი იწყება 300 ლარიდან და დამოკიდებულია ობიექტის მდებარეობაზე და სირთულეზე.

რას ნიშნავს დაკვალვა?

დაკვალვა ნიშნავს ნახაზზე/პროექტში არსებული წერტილების ზუსტი მდებარეობის დადგენას რეალობაში, კორდინატების საშუალებით

როდისაა დაკვალვა საჭირო?

დაკვალვა საჭიროა ყოველთვის, როცა რაიმე წერტილის ნახაზიდან/პროექტიდან რეალობაში გადმოტანაა საჭირო. იქნება ეს მშენებლობისთვის, ან ნაკვეთის ზუსტი საზღვრების დასადგენად.

აზომვით სამუშაოებს მხოლოდ თბილისში აწარმოებთ?

ჩვენ ვმუშაბთ მთელი ქვეყნის მაშტაბით.
რაც შეეხება ტრანსპორტს, ჩვენ უნდა წავიყვანოთ ინჟნერი ადგილზე თუ თქვენი ტრანსპორტით მოვა?
შესაძლებელია როგორც ჩვენი, ასევე თქვენი ტრანსპორტის გამოყენება.

როგორ დაგიკავშირდეთ?

ჩვენი ტელეფონის ნომერია: 593 36 08 60