სტატია აზომვით ნახაზსა და საკადასტრო გეგმაზე
საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენის თანმიმდევრობა
საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ორნარი: ბინის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
განვიხილოთ თითოეული ასეთი ნახაზის შედგენის თანმიმდევრბა.
ბინის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესადგენად ამზომველი მიდის ობიექტზე, აწარმოების ბინის დეტალურ აზომვას, ასრულებს ბინის ჩანახატს და აწერს ზედ ზომებს. Aაზომვა სრულდება ელექტრონული ლაზერმზომის გამოყენებით. აქვე უნდა აღინიშნოს ბინის ფართად ითვლება იატაკის ფართი, კედლების სისქეები ბინის ფართში არ იანგარიშება. შემდგომ ამ ჩანახატით ხდება კომპიუტრზე ბინის გეგმის გამოხაზვა, რის მერეც კომპიუტერზე დაითვლება თითოეული ოთახის ფართი და გამოითვლება ბინის სრული ჯამური ფართი. ამის შემდეგ ხდება ნახაზის დაბეჭდვა და დამკვეთს გადაეცება ბინის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ფურცლის ვარიანტი სათანადო წესით გაფორმებული და ბეჭედდასმული, ისე როგორც ეს საჯარო რეესტრის მოთხოვნებს შეესაბამება.
რაც შეეხება მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესრულებას, ამ დროს ამზომველი მიდის ობიექტზე მაღალი სიზუსტის ელექტრონული აპარატურით, როგორიც არის მაღალი სიზუსტის GPშ-ი (მისი სიზუსტეა 2 სმ) და ელექტრონული ტაქეომეტრი (მისი სიზუტეა 5 მმ.). ამ აპარატურის გამოყენებით ადგილზე აიღება იმ წერტილების კოორდინატები, რომელსაც მიუთითებს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. ასევე ამ მაღალი სიზუსტის აპარატურით ხდება მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობების მდებარეობების დაფიქსირება. ამ მონაცემების საფუძველზე კამერალური დამუშავების დროს კომპიუტერში აიგება მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების საკადასტრო აგეგმვითი ნახაზი, ასევე მხადდება ამ საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვარიანტი ე.წ. შეიფ ფაილი. საკადასტრო ნახაზი ამოიბეჭდება ფურცელზე და დამკვეთს გადაეცემა ჩD დისკზე ჩაწერილ ელექტრონულ ვარიანტთან (შეიფ ფაილთან) ერთად.
ტოპო აგეგმვითი ნახაზის შესრულების თანმიმდევრობა
ტოპო აგეგმვითი ნახაზის შესასრულებლად ამზომველი მიდის ობიექტზე მაღალი სუზუსტის ელექტრონული აპარატურით, როგორიც არის მაღალი სიზუსტის GPშ-ი (მისი სიზუსტეა 2 სმ) და ელექტრონული ტაქეომეტრი (მისი სიზუტეა 5 მმ.). ამ აპარატურების გამოყენებით ხდება მიწის ნაკვეთზე და მის მიმდებარედ არსებული, ყველა ობიექტის როგორიც არის შენობა-ნაგებობები, ხე ნარგავები, ღობეები, ელ ბოძები, საკანალიზაციო ჭები და ასე შემდეგ კოორდინატების და სიმაღლის ნიშნულების აღება. ასევე ხდება ხაზოვანი ნაგებობების დაფისირება, როგორიც არის წყალი, გაზი, კავშირგაბმულობა, კანალიზაცია, ელ. გადამცემი ხაზები. შემდგომ ველზე აღებული ამ მონაცემების საფუძველზე კამერალური დამუშავების დროს კომპიუტერში ხდება ტოპო აგეგმვითი ნახაზის აგება. ხოლო სიმაღლის ნიშნულების საფუძველზე ხდება რელიეფის იზიჰიფსების აგება. შესრულებული ტოპო ნახაზი დამკვეთს გადაეცემა ფურცელზე ამობეჭდილი და ჩD დისკზე ჩაწერილი AუტოჩAD-ის DჭG ფაილის სახით.